გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვართან

შეხვედრა წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვართან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

12 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფომინისტრის აპარატში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძისშეხვედრა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში წმ. თამარ მეფის სახელობისტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ანტონთან.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა და წინამძღვარმა ვრცლად ისაუბრეს წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარზე, მის მრევლზე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე. საუბრისას წინამძღვარმა გასაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლის ,,თამარიონის“ საქმიანობას და მის უმნიშვნელოვანეს როლს ქართული ენისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში. არქიმანდრიტმა ასევე ისაუბრა ტაძართან არსებულ გუნდზე ,,თამარიონზე“ და საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მათ მიერ გამართულ კონცერტებზე.