გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დელეგაციის წევრებთან

შეხვედრა ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დელეგაციის წევრებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კონსტანტინე სურგულაძე საქართველოში მყოფ ევროკავშირის ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დელეგაციის წევრებს,  დანიელ ლამარკს, ჩარლზ სეიბერს, მიშელ სვიირტს, ემანუელ დუგლას ჰელინაკის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს, სტეფან შტორკს შეხვდა. შეხვედრას  ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები მუხრან გულაღაშვილი და გელა დუმბაძე.

დელეგაცია მიგრაციისა და თავშესაფრის თემატური პროგრამის (TPMA) ფარგლებში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თემატური პროგრამა   ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას მიგრაციის წარმომშობ, სატრანზიტო და მიმღებ ქვეყნებში, ამავდროულად ცოდნის, გამოცდილებისა და სამუშაო მეთოდების გაზიარების მიზნით ეხმარება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას.  დელეგაცია დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად დაკოორდინირებულად ახორციელებს ევროკავშირი  მიგრაციის, მობილობისა და თავშესაფრის მხარდაჭერის პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებში. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოში მიგრაციული პროცესებით, აპარატის საქმიანობით, მისი სტრატეგიით, იმ პროგრამებით, რომელსაც უწყება დიასპორასთან მიმართებით ახორციელებს.

კონსტანტინე სურგულაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიგრაციული პროცესების ტენდენციებზე, საზღვარგარეთ ქართულ დიასპორაში არსებულ პრობლემებზე, აპარატის ახალ სტრატეგიაზე დიასპორასთან მიმართებით. მან სტუმრებს გააცნო ის ქმედითი ღონისძიებები, პროგრამები და პროექტები, რასაც აპარატი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით ახორციელებს, ისაუბრა ახლახანს შექმნილი თანამემამულეთა გლობალური ქსელისა და ონლაინ სკოლის შესახებ, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც აპარატისაქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს მიგრაციის გამოწვევების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად.

დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს აპარატის საქმიანობა და მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრისათვის.

[RoyalSlider Error] Incorrect RoyalSlider ID or problem with query.