გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა

საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 1-2 ივლისს, პოლონეთის რესბუბლიკის ქ. ვარშავაში საქართველო-პოლონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომა და საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. კომისიის შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი დიჰა.

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებას. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკურ განვითარებას და გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. შეხვედრაზე აღნიშნეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებში, ნინო მატიაშვილი. მან შეხვედრაზე განიხილა მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი პროგრამები, სამშობლოში დიასპორული მეწარმეობის ხელშეწყობის, განვითარების და დიასპორული ბონდების საკითხები; გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაში დიასპორული როლის მაგალითებზე.

ნინო მატიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის უფროსთან, იაცეკ კისილევსკისთან. იაცეკ კისილევსკიმ ნინო მატიაშვილს პოლონეთის დიასპორის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია გააცნო. იგი განსაკუთრებით მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო-პოლონეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმში პირველად იქნა ჩანიშნული ორ ქვეყანას შორის დიასპორის საკითხებშითანამშრომლობა.

 

ვიზიტის ფარგლებში ნინო მატიაშვილი ასევე შეხვდა დიასპორული ორგანიზაციის „ქართული სათვისტომო პოლონეთში“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ლოლაძეს. შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპეტქივები. აპარატის წარმომადგენელმა ეკატერინე ლოლაძეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება აღუთქვა სათვისტომოს სამომავლო აქტივობების მხარდაჭერაში.