გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ცისანა ბაღდავაძის გამოფენა

ცისანა ბაღდავაძის გამოფენა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

22 ივნისს, გალერეა ვერნისაჟში ცისანა ბაღდავაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც მის დაბადების დღეს მიეძღვნა. ციცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის, წარმატებული სტუდენტია.

გამოფენას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე დაესწრო, რომელმაც ცისანა ბაღდავაძეს დაბადების დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
2013 წელს ცისანა ბაღდავაძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი ნამუშევრები გამოიფინა.