გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2014 წლის 17 ივნისს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა შეხვედრა აშშ ქ. ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ქ-ნ ნათელა სანიშვილთან.  დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დიასპორის მინისტრის აპარატს მადლობა გადაუხადა გასულ წელს სასწავლო სახელმძღვანელოებითუზრუნველყოფისათვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა დიასპორული ორგანიზაციის საჭიროებანი, სამომავლო გეგმები და  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ინტენსიური თანამშრომლობის ასპექტები.  საუბარი აგრეთვე შეეხო ჩიკაგოში ქართული მუზეუმის დაარსების ტექნიკურ ნიუანსებს. ნათელა სანიშვილის ინფორმაციით, ჩიკაგოში ცხოვრობს დაახლოებით 200-მდე ქართული ოჯახი.