გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედა ქართულ-ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტ ბრუნო ნარდინისთან

შეხვედა ქართულ-ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტ ბრუნო ნარდინისთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 17 ივნისს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის ყოფილ მერთან, ქართულ–ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტთან, ბრუნო ნარდინისთან. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მუხრან გულაღაშვილიც დაესწრო.

შეხვედრაზე ბრუნო ნარდინიმ კონსტანტინე სურგულაძეს ქალაქ ბერჟერაკის ახლადარჩეული მერის, დანიელ გარიგის წერილი გადასცა, სადაც გამოთქმულია სურვილი ბერჟერაკისა და საქართველოს რომელიმე რეგიონის დაძმობილების თაობაზე. ბატონმა ნარდინიმ სახელმწიფო მინისტრს გააცნო მისი ასოციაციის საქმიანობა, მათ შორის, ფრანგი ტურისტების საქართველოში მოზიდვისა და ქართული კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციის მიმართულებით. მან სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა ქალაქბერჟერაკსა და ბორდოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, განსაკუთრებით კი, იქ დაბადებული მოზარდების, ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნების მიზნით, შესაბამისი ლიტერატურითა და ტრადიციული ქართული სამოსით უზრუნველყოფაში.
კონსტანტინე სურგულაძემ ბატონ ნარდინის აპარატის მიერ ბოლო ხანებში განხორციელებული სიახლეები გააცნო; ინფორმაცია მიაწოდა თანამემამულეთა გლობალური ქსელისა და ონლაინ–სკოლის შესახებ. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ქსელში გაწევრიანება შეეძლებათ საქართველოს მეგობრებს, რომლებიც მოახდენენ თავიანთი სურვილების, აზრების, იდეების გაზიარებას, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და საქართველოს მეგობრების კონსოლიდირებას.
კონსტანტინე სურგულაძემ ქალაქ ბერჟერაკის მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, ორ ქვეყანას – საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა და ქართულ–ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტმა ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

 

 

 

[RoyalSlider Error] Incorrect RoyalSlider ID or problem with query.