გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული კულტურის დღეები დნეპროპეტროვსკში

ქართული კულტურის დღეები დნეპროპეტროვსკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

15–                            16 აპრილს, დნეპროპეტროვსკში ქართული კუტურის დღეები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დნეპროპეტროვსკელები  ქართულ კულტურას და ქართულ კინოს გაეცნენ. კულტურის დღეები ქართული ტრადიციებით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ქართული სამზარეულო და ცეკვები.  ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო. მსურველებს ქართული ხალხური ცეკვის საწყისები ქორეოგრაფმა მარინა ღუღუნიშვილმა შეასწავლა. მას შემდეგ, რაც სტუმრებმა გაითავისეს ქართული გარემო, დამსწრესაზოგადოებას გამომსვლელები მიესალმნენ, რომლის შემდეგაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. ქართველმა სტუმრებმა დნეპროპეტროვსკელ მაყურებელს უკრაინაში და მაიდანზე ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენებისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპი წარუდგინეს და ამით გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კონცერტზე ქართული სიმღერები და ცეკვები ვოკალურ–ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა ,,რიონმა” (ქორეოგრაფი მარინა ღუღუნიშვილი) შეასრულა. კონცერტის დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ჰქონდაენახა ზაზა ურუშაძის კინო–დრამა ,,მანდარინები”. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ქართველი მხატვრების სურათების გამოფენა, ხოლო უკრაინელი გოგონები ატარებდნენ მასტერ–კლასს ფერწერაში პეტრიკოვსკის თემაზე. 16 აპრილს ნაჩვენები იყო სამი ქართული კინოფილმი: რეჟისორ ნანა ჯანელიძის დოკუმენტური ფილმი, ,,ნეტავ იქ თეატრი არის?” (მთავარ როლში კახი კავსაძე); რუსუდან ჭყონიას მხატვრული ფილმი ,,გაიღიმეთ” და გიორგი შენგელაიას ფილმი ,,ფიროსმანი”.