გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში  

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში  

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 8 ივნისს, ქალაქ ფრაიბურგში უკვე მეოთხედ  იმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველების გაცნობა-დამეგობრებას.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული – „ფეოლა“ (ფრაიბურგი). ტურნირის ბოლოსგამოვლინდება ასევე საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.
დეტალური ინფორმაცია ტურნირის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ გვერდზე  – ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს