გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

“კიდევაც დაიზრდებიან…”

“კიდევაც დაიზრდებიან…”

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

26 მაისს, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციისამებრ საზეიმო კონცერტით აღინიშნა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ლია ჯიქია-გოგრიჭიანი), მაცხოვრის სახელობის ლონდონის ტაძრის საკვირაო სკოლა (იღუმენი მამა დოროთე ბარბაქაძე), ლონდონის ქართული ცეკვის ანსამბლი “ფესვები” (ხელმძღვანელი შალვა ქავთარაძე) და ლონდონის ქართული სათვისტომო (ხელმძღვანელი ირინასარაჯიშვილი). საღამოს ორგანიზატორებმა ძალ–ღონე არ დაიშურეს სადღესასწაულო ელფერისა და განწყობისათვის, რომლის სცენარის ავტორიც და დამდგმელიც ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ლია ჯიქია–გოგრიჭიანი გახლდათ. ზეიმი  2 ნაწილად წარიმართა.      “გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში…”-ასე დაერქვა საგაზაფხულო დღესასწაულს, საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. მოზარდებმა დიდებული ქართული საბავშვო პოეზიით აამეტყველეს ყვავილები, ფრინველები, ტყის ბინადარნი და ნამდვილიგაზაფხულის სურათი შექმნეს.

“კიდევაც დიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი..!” ამ დევიზით წარმართულმა ღონისძიების მეორე ნაწილმა თვალსაჩინოდ გამოავლინა ლონდონში

დაბადებული ქართველი ბავშვების მრავალმხრივი ნიჭი და შორეულ სამშობლოსთან

დაკავშირებული მათი ბავშვური განცდები. ამას ამძაფრებდა დარბაზის კედელზე

გამოფენილი, აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტური კადრების ფოტო–გამოფენა, ღონისძიებას ღრმა შინაარსი შესძინა ლიანა ჯიქიას მისასალმებელმა სიტყვამ და ლონდონის ქართული ტაძრის იღუმენის, დოროთე ბარბაქაძის, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის,  ირინა სარაჯიშვილის, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩევლის,  კახი ქენქაძის, საქველმოქმედო ჯგუფის – “ საქართველოში შეჭირვებულთა თანამდგომის” ხელმძღვანელის, ქეთი კალანდაძე-ბორმანის, საკვირაო სკოლის ერთ-ერთიდამფუძნებლის, რამაზ კარტოზიას, უხუცესი, 107 წლის ემიგრანტის, ალექსანდრე ბესტავაშვილის და სხვათა გამოსვლებმა. ჰეროიკული პათოსითა და სამშობლოსადმი ნოსტალგიით გაჟღენთილი საკუთარი პოეზიით გაამდიდრა საღამო ლონდონელმა ქართელმა პოეტმა ხათუნა შავგულიძე-ველშმა.  ლონდონის ქართული ცეკვების ანსამბლმა “ფესვები” ქართული ცეკვები წარმოადგინა. საზეიმო საღამოს ქართული სამზარეულოც ამშვენებდა.

სადღესასწაულო განწყობა ღონისძიების დამთავრების შემდეგაც არ დასრულებულა. მონაწილენი და მაყურებელნი დიდხანს ვერ თმობდნენ ერთმანეთს სკოლის ამ დიდებულ დარბაზში, სადაც ქართული სული და სულისკვეთება ზეიმობდა.