გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ყაზახი ხალხის ერთიანობის დღესასწაული ქალაქ ალმათაში

ყაზახი ხალხის ერთიანობის დღესასწაული ქალაქ ალმათაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2014 წლის 1 მაისს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათაში გაიმარათა ყაზახი ხალხის ერთიანობის დღესასწაული. აღნიშნულ ღონისძიებაში ყაზახეთში  არსებულ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქ ალმათაში მოქმედმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ,  საზოგადოებრივმა გაერთიანებამ  –  „ქართული კულტურის ცენტრი\’\’ მიიღო მონაწილეობა.

საზოგადოებრივი გაერთიანების წევრებმა ქართული თემატიკის შემცველი გამოფენა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და სასმელები, ეროვნული ტანსაცმელი და დასაკრავი ინსტრუმენტები, აგრეთვე, ფოტომასალა საქართველოს შესახებ.  ღონისძიებას ქალაქ ალმათის აკიმი (მერი), ახმეტჯან ესიმოვი დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ გაერთიანებასთან არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი \”თბილისი“, რომელმაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ ანსამბლი „თბილისი“, 13 აპრილს ქალაქ ალმათაში გამართულ ყაზახეთის ეთნოკულტურული გაერთიანებების ფესტივალშიც მონაწილეობდა, სადაც მან პირველი ადგილი დაიკავა.