გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დამოუკიდებლობის დღე თესალონიკში

დამოუკიდებლობის დღე თესალონიკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბერძნეთში, ქ. თესალონიკში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიება საქველმოქმედო სახის იყო და ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს პარაოლიმპიელი ქართველი სპორტმენ მერაბ დუკაშვილისათვის სამოძრაო ეტლის შეძენაში. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ვოკალური ანსამბლ „ნერაიდას“ წევრებმა, ს.კ.ს. „საქართველოსთან“ არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „საქართველოს“ წევრებმა. საღამოს დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცეს საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა საბერძნეთში; ასევე, თესალონიკის ქალაქ მენემენის მერმა, ბატონმა ლაზაროს კირიზოღლუმ.