გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თარხნიშვილი მიხეილ

თარხნიშვილი მიხეილ

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თარხნიშვილი მიხეილ, საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთერთ ყველაზე ცნობილი მკვლევარი. თეოლოგიის დოქტორი; დაიბადა 1897 წლის 12 ახალციხეში – გარდაიცვალა 1958 წლის 15 ოქტომბერს, რომში.

დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში, რის შემდეგაც 1913 წელს ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა სტამბოლში. 1913-1917 წლებში ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, 1917-1919 წ. კი – გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის (სამხრეთ ბაიერნი) ცნობილ სააბატოში სწავლობს. 1919 წელს ცოტა ხნით თბილისში ჩამოდის, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. 1919-1924წ.წ. – კვლავ სტამბოლშია, 1924-1929 წლებში გადის ავსტრიაში, წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო 1930-1933 წლებში რომში – პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში. 1934-1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი ემიგრანტთა შორის ქართველი კათოლიკების სულიერი მოძღვარია   ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936-1942 წლებში იმყოფება ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რჩება რომში.

მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ პალესტინაში, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.

1955 წელს ი.ასფალგთან ერთად გამოსცა კ.კეკელიძის „ქართული ლიტერატურის ისტორიის” I ტომი. ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეში, აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი.

თხზულებანი:

ლიტერატურა:

გ.შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ,ტ.2, გვ.338–350.

რესურსი ინტერნეტში:

http://planeta.ge/index.php?showtopic=5052

http://rveuli.ge/dir/index.php?cat=4&abc=8&gv=2