გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მაღალაშვილი ნიკიტა

მაღალაშვილი ნიკიტა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მაღალაშვილი ნიკიტა (ფრ.Maghalachvili,  Magaloff, რუს.  Магалов) გამოჩენილი პიანისტი, პედაგოგი. დაიბადა  1912 წლის 8 თებერვალს, პეტერბურგში,  გარდაიცვალა 1992 წლის 26 დეკემბერს, შვეიცარიაში.

დაიბადა თავად დიმიტრი მაღალაშვილის ქართულ არისტოკრატულ ოჯახში, რომელმაც 1918 წელს დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად ჯერ ფინეთში, შემდეგ პარიზში გადავიდა. იქ შეიმოკლა გვარი, ევროპული მსმენელისთვის უფრო ადვილად გასაგები რომ ყოფილიყო.

სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში, ისიდორ ფილიპთან. 17 წლისამ კონსერვატორია დაამთავრა და დატვირთული საკონცერტო ცხოვრება დაიწყო. 1939 წელს შვეიცარიაში გადასახლდა და სიკვდილამდე ცხოვრობდა, იყო ჟენევის კონსერვატორიის საფორტეპიანო კლასის ხელმძღვანელი. (1956 წლიდან შვეიცარიის მოქალაქეა). ცოტა ხნით (1947 -50 წლებში) ცხოვრობდა ა.შ.შ.-შიც.

მაღალოვი ითვლება შოპენის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად. ისტორიაში პირველმა ჩაწერა შოპენის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოები (13 დისკი, , Philips Classics). უკრავდა მოცარტს, ბეთჰოვენს, შუმანს, ლისტს, სტრავინსკის.

1949 წლიდან ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას შვეიცარიაში, აგრეთვე იტალიასა და საფრანგეთში. მისი პოწაფეები იყვნენ ისეთი ცნიბილი პიანისტები: მ. არგერიხი, ე. ნაუმოვი, ვ. სიგალაევიჩი, ვ. კოკი და სხვები.

მისი მეგობრები იყვნენე რაველი და პროკოფიევი. ეს უკანასკნელი მისი მშობლების მეგობარიც იყო.

მეუღლე – ირენა ზიგეტი (ცნობილი მუსიკოსის -იოჟეფ ზიგეტის ქალიშვილი). ჰყავდათ ქალიშვილი- ვანდა.

ლიტერატურა:

ზ. ქუთათელაძე, 100 რჩეული ბიოგრაფია, გვ.

Л.Григорьев, Я.Платек Современные пианисты, Москва, 1990 г.

რესურსი ინტერნეტში:

http://ru.wikipedia.org/wiki/Магалов,_Никита (Рус)

http://allpianists.ru/magalov.html (Рус)

http://www.liveinternet.ru/users/kakula/post121308730/ (Рус)