გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

4 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ.7) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა შეხვედრა, რომლის პირველი ნაწილი დაეთმო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლება და მოვალეობა“-ს ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ელგა ფოლადიშვილის პროექტის – საზაფხულო სკოლა ,,საქართველო ჩემი სამშობლოა“-ს ფარგლებში გამოცემული ანალოგიური სახელწოდების მქონე წიგნისა და ფილმის პრეზენტაციას.

შეხვედრის მეორე ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩვენ დავბრუნდებით“ ხელმძღვანელმა ინა ოსიძემ ისაუბრა პროექტის ,,ჩვენ დავბრუნდებით“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ბანაკ ,,სამშობლოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ირლანდიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბავშვებისთვის განხორციელებული დასვენების პროგრამების შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წამომადგენლები, პროექტებში მონაწილე ბავშვები და მოზარდები.