გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიგრაციის სფეროში საიასთან მემორანდუმი გაფორმდა

მიგრაციის სფეროში საიასთან მემორანდუმი გაფორმდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან  ურთიერთობების დამყარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. მემორანდუმი ითვალისიწინებს მიგრაციის სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.