გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 20 აპრილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ოლქის ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მრავალრიცხვოვანი დელეგაცია, რომლის წევრებიც საქართველოს გაცნობის მიზნით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და დიასპორის საკითხებში სახელმიწფო მინისტრის აპარატის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი. საუბარი გაიმართა თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფა-ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე, ქართული ენის სწავლების პრობლემეზე და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე. „დადგა დრო, როდესაც საქართველომ დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს ყველა იმ თანამემამულეს, ვინც თავს ქართველად თვლის; ხოლო, ყველა ის ადამიანი, ვინც თურქეთში იმყოფება და თავს თვლის ჩვენს თანამემამულედ, უნდა გახდეს დამოუკიდებელი საქართველოს სავიზიტო ბარათი,“ – აღნიშნა საუბრისას ზაალ სარაჯიშვილმა. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი თავის ისტორიულ სამშობლოსთან სხვასხვა მიმართულებით, როგორც კულტურის, ისე განათლებისა და სპორტის სფეროში; კერძოდ, აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქართულ მხარესთან ერთად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მოზარდი ახალგაზრდობის წარმომადგენელთათვის, რათა დაჩქარდეს თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის თავისი ისტორიული სამშობლოს შეცნობისა და დაახლოების პროცესი. დიასპორის აპარატის მხრიდან ასევე გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოდან თურქეთში გაიგზავნონ როგორც ბავშვები, ასევე ახალგაზრდები კულტურულ პროგრამებში მონაწილეობისათვის. როგორც ზაალ სარაჯიშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული ენის პროგრამის სრულყოფა და პედაგოგების გადამზადება ჩვენს დიასპორასთან ურთიერთობის მიზნით. დელეგაციის წევრების მხრიდან დაისვა სხვადასხვა შეკითხვები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და მოწმობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენმა თანამემამულეებმა ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილეს ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს სამახსოვროდ გადასცა ქართული საფირმო ღვინო და აღნიშნა: „ღვინოს საქართველოს სიმბოლოა. მისი სახით ჩვენ გატანთ პატარა საქართველოს თურქეთში.“