გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა სამრეწველო პალატის პრეზიდენტთთან ტაივანში

შეხვედრა სამრეწველო პალატის პრეზიდენტთთან ტაივანში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 აპრილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ კავკასიის სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ტაივანში, ქალბატონი ნინა დალი მიიღო. საუბარი შეეხო ჩინური საინვესტიციო ჯგუფის ინტერესს საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სასარგებლო წიაღისეულის სექტორებში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქართული დიასპორის იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აწყდებიან. კონსტანტინე სურგულაძემ სტუმარს აპარატის სამოქმედო სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნინა დალი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად იმუშავებს ჩინური საინვესტიციო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის საკითხებზე.