გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დედაენის დღე

დედაენის დღე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 აპრილს, დედაენის ბაღში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თაოსნობითა და შემოქმედებითი ჯგუფი ,,დეკარტის” ორგანიზებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილოებდნენ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბავშვები, რომლებიც ახლახანს დაბრუნდნენ საქართველოში. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საგანგებო სტატუსით მოწვეულნი იყვნენ საქართველოში მცხოვრები უნარშეზღუდული ბავშვები. დედაენის დღის მონაწილე ბავშვებისთვის კონცერტი გამართეს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა, თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ხალხური სიმღერები შეასრულეს ანსამბლ ,,რუსთავის” უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა გოგიტა ბიგანიშვილის ხელმძღვანელობით. ამასთანავე დედაენის ბაღში გაიმართა ბავშვთა ნახატების გამოფენა, ღონისძიების დაწყებამდე ბავშვებმა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ფერადი ცარცებით მოხატეს ქვაფენილი. დედაენის დღესასწაული ბავშვებს მიულოცეს ,,მულტი-პულტის” გმირებმა. საზეიმო ღონიძიების დასასრულს ბავშვები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებით.