გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული საკვირაო სკოლების საზაფხულო ზეიმი მიუნხენში

ქართული საკვირაო სკოლების საზაფხულო ზეიმი მიუნხენში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 ივლისს გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში არსებული  საკვირაო სკოლების საზაფხულო ზეიმი მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობას სამხრეთ გერმანიაში არსებული ოთხი ქართული საკვირაო სკოლა იღებდა. ნიურნბერგის, რეგენსბურგის, შტუტგარტისა და მიუნხენის სკოლების მოსწავლეებმა მაყურებლებს ქართულ სიმღერებთან და ლექსებთან ერთად სპექტაკლი „ტყის კვარტეტი“ და ცეკვა „აჭარულიც“ შესთავაზეს. საზეიმო შეხვედრა მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობისეკლესიის ეზოში გაიმართა. შეხვედრა გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლერი დათაშვილმა გახსნა. ზეიმს საპატიო სტუმრების სახით ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) და მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზი (ლომიძე).

ეკლესიის ეზოში გამართული საზეიმო შეხვედრის საკონცერტო ნაწილის დასრულების შემდეგ იქ მყოფ საზოგადოებას იქვე გამომცხვარი თონის პურის, ეზოში შემწვარი მწვადის, სხვა ქართული კერძებისა და ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეეძლო. ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, რომელში მონაწილეობის მიღებისთვის ოთხივე სკოლა სამახსოვრო თასით დაჯილდოვდა. ეკლესიის ეზოში შეკრებილ ოთხმოცამდე ქართულად მოსაუბრე პატარასთან ერთად, მათმა მშობლებმა, საკვირაო სკოლისმასწავლებლებმა და დამსწრე საზოგადოებამაც დიდი სიამოვნება მიიღო. იქვე გადაწყდა, რომ მსგავში შეხვედრები საკვირაო სკოლებისთვის ტრადიციად იქცეს, რომელშიც მონაწილეობას მომავალში გერმანიაში არსებული სხვა ქართული საკვირაო სკოლებიც მიიღებენ.

 

 

 

[RoyalSlider Error] Incorrect RoyalSlider ID or problem with query.