გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

26 მარტს დიასპორის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრმა აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა; ლაპარაკი შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ქართულ დიასპორაში არსებობს და გადაჭრის იმ გზებზე, რომლითაც არსებული პრობლემები უნდა მოგვარდეს. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.