გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გერმანიის ელჩთან

შეხვედრა გერმანიის ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, კონსტანტინე სურგულაძე, დღეს მიიღო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ორთვინ ჰენიგი. სახელმწიფო მინისტრმა ელჩს დეტალურად გააცნო აპარატის საქმიანობა და გერმანიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც უკანასკნელი 20 წლის განამვლობაში გამოიწვია ჩვენი თანამემამულეების ემიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში. ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების პრობლემის მოგვარება იქნება ის უმთავრესი მოტივაცია, რაც დააბრუნებს ჩვენს ბევრ თანამემამულეს უცხოეთიდან და რისი პერსპექტივაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიქმნა ქვეყანაში. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებისა და თანამშრომლობის საკითხები. ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობასა და მომავალი გეგმების განხორციელების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. გამოთქვა აპარტთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის იმედი.