გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საშობაო ვიზიტი სტრასბურგში

საშობაო ვიზიტი სტრასბურგში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე დეკემბერში ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. სტრასბურგში ყოფნისას მან საქართველოს დესპანთან საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილთან და საქართველოს ელჩთან ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტთან ერთად ქართული საშობაო ბაზრობა დაათვალიერა. ამავე ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე სურგულაძე სტრასბურგის მერს, როლანდ რის შეხვდა. შეხვედრაზე სტრასბურგის  მერმა საქართველოს ელჩს ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტს საპატიო სიგელი გადასცა იმ წვლილისათვის, რომელიც მან სტრასბურგში მუშაობისას ქართველი და ფრანგი ხალხის მეგობრობისა და ურთიერთობების განვითარებაში შეიტანა.