გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონსტანტინე სურგულაძემ 3 მარტი ემიგრანტ დედებს მიულოცა

კონსტანტინე სურგულაძემ 3 მარტი ემიგრანტ დედებს მიულოცა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2 მარტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ დედის დღესათან დაკავშირებით შეხვედრა გამართა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ქალბატონებთან თინიკო ყენიასთან და ნინო ბაჯელიძესთან, რომლებიც უკვე საქართველოში დაბრუნდნენ ოჯახებთან 11 და 13 წლიანი განშორების შემდეგ. ღონისძიებაში საგანგებო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს უსახსოვრა ქართველი ემიგრანტი ქალბატონების შესახებ მისი ახლახანს გამოცემული წიგნი ,,დოდოს მოლოდინში“, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი მეუღლითურთ და ესპანეთში მოღვაწე, ქალაქ ბარსელონას წმინდა ნინოს სამრევლოს მოძღვარი მამა ლუკა ფალავანდიშვილი. მინისტრმა გულითადად მიულოცა დედის დღე ყველა იმ ქალბატონს, ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც დღეს უცხოეთში შრომობენ და ჩვენი დიასპორის მეტად ფასეულ ნაწილს წარმოადგენენ. ქართველი ქალბატონების მძიმე ხვედრსა და საკუთარი ოჯახების წინაშე გამოჩენილ პირად გმირობაზე ისაუბრეს მამა ლუკა ფალავანდიშვილმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა, ნინო ბაჯელიძემ, თინიკო ყენიამ, კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა და ქალბატონმა მანანა სეფიაშვილმა, რომლებმაც ბევრი საინტერესო, სევდიანი და ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს, იმ ქალბატონების ცხოვრებიდან, რომლებმაც ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირის გამო დატოვეს სამშობლო და მიაშურეს უცხოეთს. სახელმწიფო მინისტრმა ვიდეომიმართვა გააკეთა ემიგრანტი ქალბატონებისადმი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდება.