გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა

თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 22 თებერვალს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე უძღვებოდა. კომისიის მოწვეულ წევრთაგან სხდომას ესწრებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. კომისიამ განიხილა თანამემამულის სტატუსის 13 მაძიებელი პირის საკითხი, რომელთაგან სტატუსი 10-ს მიენიჭა. ამასთანავე, კომისიამ იმსჯელა თანამემამულის სტატუსის მაძიებელი იმ 22 პირის შესახებ, რომელთა საკითხიც განსახილველად გადადებულ იქნა კომისიის წინა სხდომის დროს. განხილული 22 კანდიდატურიდან კომისიამ სტატუსი მიანიჭა 5 პირს. საბოლოო ჯამში, თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მაძიებელ 12 პირს; ხოლო, საბუთების მოწესრიგების მიზნით მომდევნო სხდომაზე განსახილველად გადაიდო თანამემამულის სტატუსის მაძიებელი 8 პირის საქმე. კომისიაზე ასევე განიხილეს ცვლილებების პროექტი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. კომისიამ იმსჯელა და საკითხი მომზადდება შემდეგი განხილვისათვის.