გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ჯუმბერ ლეჟავასთან

შეხვედრა ჯუმბერ ლეჟავასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ დღეს მსოფლიო მოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი და გაეროს ,,მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდების მფლობელი ჯუმბერ ლეჟავა მიიღო.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, იგი კვლავ ემზადება ახალი მასშტაბური ველოტურისთვის ,,,დსთ-2013“, რომლის ჩატარება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 2013 წლის ბოლომდე და ითვალისიწინებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 10 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდავეთი) მოგზაურობას. ველოტურის გეგმით გათვალისწინებულია ამ სახელმწიფოთა 120 ქალაქში მოგზაურობა, 20000 კილომეტრის გავლა და 1.5 მლრდ. ადამიანის ინფორმირება ღონისძიების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. საერთაშორისო პროექტი ,,ველოტური დსთ-2013“ პროექტ ,,ჯუმბერ ლეჟავა – ქართული ლეგენდა“-ს ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო და ემსახურება ხალხთა შორის მეგობრობის აღდგენასა და განმტკიცებას, სპორტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ველოტურის პროექტით დაგეგმილია საგანმანათლებლო საუბრები გზაში, შეხვედრები ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან, საქართველოს დღეების ჩატარება და კონცერტების გამართვა დიდ ქალაქებში. აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ველოტურის საორგანიზაციო ჯგუფმა დაიწყო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროების წარმომადგნლებთან, ბიზნესმენებთან, მხარდამჭერებთან.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ მხარი დაუჭირა პროქტის ავტორთა ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას და დახმარება აღუთქვა საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს დსთ-ს აღნიშნულ ქვეყნებში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან დაკავშირების ხელშეწყობისა და დიასპორებთან შეხვედრების გაშუქების საინფორმაციო მხარდაჭერის კუთხით.