გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული კულტურის სახლში ქართველთა შეხვედრა გაიმართა

ქართული კულტურის სახლში ქართველთა შეხვედრა გაიმართა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2013 წლის  2 თებერვალს,  ქართული კულტურის სახლის ორგანიზებით მეჯიდიექოის კულტურის სახლში საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ  თურქეთისთვის და საქართველოსთვის საყვარელი მომღერალი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე, ლაზური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, უნიჭიერესი ლაზი მომღერალი ნიაზ ქოიუნჯუ,  რომელმაც ლაზურ-მეგრულ-ქართული სიმღერები შეასრულა, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქართული კულტურის სახლის დირექტორთა საბჭოს წევრის უიქსეკ კაჰრამანის (ფუტკარაძე) ხელმძღვანელობით.

მოცეკვავეებმა შეასრულეს “ხორუმი”, “ქართული” და “აჭარული” ცეკვები. ლაზ გოგონათა ჯგუფმა “შურიმშინემ” ლაზურ-მეგრული ჰანგებით გაათბო დარბაზი, ხოლო მომღერალ ნანა ჩიქავას შესრულებულმა ქართულ-მეგრულმა სიმღერებმა დარბაზში განუზომლად დიდი ოვაცია გამოიწვია, საღამოს სიურპრიზი გახლდათ ბაიარ შაჰინისა და ნანა ჩიქავას მიერ ერთობლივად შერსულებული მეგრული სიმღერა”ჩქიმილეთა”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტამბულში საქართველოს გენერალური კონსული ბატონი ირაკლი ასაშვილი, ქართულ-თურქული ფონდის თავმჯდომარე  ბატონი მევლუდ ართვინლი, მაჭახელის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრები ქალბატონები ჰასიბე ოსკანი და ჰაჯერ ილდიზი, საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წარმომადგენელი ბატონი ორჰან შარდაგი (ბერიძე), ქართული კულტურის ცენტრიდან ბატონი გალიფ აიდინი, ქართული ხელოვნების სახლის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ირემაძე, აგრეთვე ართვინის ფონდის ახალგაზრდული ფრთის წევრები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  და ქართული დიასპორისთვის ძვირფასი და სახელოვანი  სტუმარი.