გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გრძელდება თანმშრომლობა ICMPD-სთან

გრძელდება თანმშრომლობა ICMPD-სთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის უფროს მრჩეველთან ქალბატონ ალენკა პრვინსეკთან, რომელიც საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ხვდება მიგრაციის სფეროზე პასუხისმგებელ საჯარო უწყებების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  ქალბატონი პრვინსეკი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში და კარგად იცნობს ამ სფეროში ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე განიხილეს მიგრაციის მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხები, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებზე, აგრეთვე დიასპორებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.