გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მინისტრი მიესალმა კონგრესის ჩატარებას

მინისტრი მიესალმა კონგრესის ჩატარებას

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ მიიღო სრულიად ქართველთა მე-2 მსოფლიო კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფი, კონგრესის თავმჯდომარის, ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა მინისტრს გააცნეს სრულიად ქართველთა მე-2 მსოფლიო კონგრესის ჩატარების მიზნები და ამოცანები, ისაუბრეს ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეთა ერთად შეკრებისა და  სამშობლოსთან მათი კავშირების შენარჩუნებისა და გაღრმავების აუცილებლობაზე.

როგორც კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ აღნიშნა, სრულიად ქართველთა მე-2 მსოფლიო კონგრესი სავარუდოდ მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. იგეგმება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მოწვევა და მათი მონაწილეობით კულტურული და  სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება, მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგრეთვე კონგრესის ფარგლებში მუდმივმოქმედი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სრულიად ქართველთა შემდგომი მსოფლიო კონგრესების ორგანიზებაზე, სავარაუდოდ 3 წელიწადში ერთხელ.

კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა რეზო ჩხეიძისა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრთა ინიციატივას და აღნიშნა, რომ ასეთი კონგრესის არსებობა ხაზს უსვამს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საკითხის მნიშვნელობას, და რომ კონგრესის სახით საზოგადოებრივ აქტივობას შეუძლია შეასრულოს სამაშველო რგოლის ფუნქცია სახელმწიფო სტრუქტურისთვის, საზოგადოების ჩართულობის, საზოგადოებრივი აქტივობისა და ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებაში არსებულ პრობლემათა გადაწყვეტის კუთხით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელისთვის მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სათათბიროს შექმნა საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი ავტორიტეტების, პატრიოტი ადამიანების  მონაწილეობით, რომელთა რჩევებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და მოღვაწეობას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, მათი მოტივირებისთვის როგორც სამშობლოში დასაბრუნებლად, ასევე უცხოეთში წარმატებული მოღვაწეობისათვის.

აღინიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი გააგრძელებს ურთიერთობას სხვადასხვა სამინისტროებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონგრესის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.