გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ესტუმრნენ

დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები კახის რაიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ესტუმრნენ

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ნინოობა კახში

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა სტუმრობა კახის რაიონში  უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას წარმოადგენს, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები ზაალ სარაჯიშვილი და მუხრან გულაღაშვილი, პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი,   კახის რაიონს ეწვია.   დელეგაციის წევრებმა  მრევლთან ერთად მოილოცეს ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, დაესწრნენ საღვთო მსახურებას, რომელიც ჩაატარა ეპარქიის მმართველმა მეუფე მელქისედეკმა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაალ სარაჯიშვილმა ტაძარს გადასცა წმინდა ნინოს მოოქროვილი ხატი, რომელიც ამიერიდან წმინდანის სახელობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული.

 დელეგაცია ქართულ თეატრსა და კულტურის ცენტრს ეწვია

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის  მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არსებობს, რომელიც სულ უფრო ღრმავდება და ვითარდება. სწორედ ამგვარი ურთიერთობების შედეგია ის, რომ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სახალხო თეატრს აზერბაიჯანულმა მხარემ სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭა. გაიმართა შეხვედრა ქართული თეატრის მთავარ რეჟისორთან ვალერიან მალუმაშვილთან, ისაუბრეს კახის რაიონის სოფელ ალიბეგლიოს სახალხო თეატრის სხვადსახვა თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, აგრეთვე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტთან ურთიერთობების აღდგენისა და გააქტიურების შესახებ. ისაუბრეს თეატრისთვის ქართული პიესების მიწოდების თაობაზეც.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება კახის რაიონში ქართული კულტურის სახლისთვის შენობის გადმოცემის თაობაზე.    მიმდინარეობს მუშაობა კულტურის ცენტრის აღდგენის საკითხებზე, რაშიც საქართველოს კულტურის, საგარეო საქმეთა  და ეკონომიკის სამინისტროები  აქტიურად არიან  ჩართულნი.  შეხვედრამ ქართულ თეატრსა და კულტურის ცენტრში გულთბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

 ქართული დელეგაციის წევრებს მოცეკვავეთა ანსამბლმაც უმასპინძლა

დელეგაციის წევრები შეხვდნენ კახის რაიონის გამგეობის კულტურის სამსახურთან არსებული ქართული ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელს მაყვალა ასლამაზაშვილსა და წევრებს. ანსამბლთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხური საკრავებითა და ქართული ცეკვის ფორმებით ანსამბლის უზრუნველყოფის საკითხს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დელეგაციის წევრებმა დახმარება აღუთქვეს ჩვენს თანამემამულეებს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში. დიასპორის სამინისტროს ხელშეწყობით რეგულარულად ტარდება სპორტული და კულტურული  ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების მხრიდან ქართული ცეკვის ანსამბლის მხარდაჭერა, რომელიც აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს ქართული კულტურის სიყვარულსა და ერთგულებას უნერგავს.

კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წმინდა მიქაელის (ყულოშვილი) ხატი დააბრძანეს

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დელეგაციის წევრები  ეწვივნენ კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, რომლის ეზოშიც წმინდა მიქაელ ყულოშვილის საფლავთან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველმა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა წმინდანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი. ღვთისმსახურების რიტუალს ეპარქიის მრევლიც დაესწრო. წმინდა მიქაელის (ყულოშვილი) ხატი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა,  კახის რაიონის წმინდა გიორგის ეკლესიაში დააბრძანეს.