გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

დღეს 25 იანვარს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ ,,უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“  2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გამართა, რომელშიც კომისიის წევრები, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა მონაწილეობდნენ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის კომისიის წევრებმა განიხილეს 2012 წლის 30 ნოემბერს N8 თანამემამულის კომისიის სხდომაზე გადადებული საკითხები, რის შესახებაც კომისიის წევრებს მოხსენება წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა თემურ ტარტარაშვილმა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დამატებითი საბუთების წარმოდგენის შემდეგ თანამემამულის სტატუსი მიანიჭეს 7 მაძიებელ პირს. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის ფარგლებში განიხილეს სსიპ-სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოს მიერ 2013 წლის 25 იანვრის მდგომარეობით მოწოდებული მასალები და კენჭი უყარეს 26 თანამემამულის მაძიებელი პირის საქმეს. კომისიის გადაწყვეტილებით თანამემაულის სტატუსი მიენიჭა კიდევ 23 პირს. დღეს ჯამში სტატუსი მიიღო 30 პირმა. 2012 წლიდან, დღევანდელი მონაცემებით,  თანამემამულის სტატუსი მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის 221 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან 13-ს, დიდი ბრიტანეთიდან -1-ს, პორტუგალიიდან -2, უკრაინიდან-1-ს, აზერბაიჯანიდან-10-ს, სომხეთიდან -2-ს, ირანიდან -1-ს.

კომისიამ ასევე იმსჯელა კანონში ,,უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ ცვლილებების შეტანის საკითზე, რომელიც წარადგინა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის  დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩიკვაიძემ.  გამოითქვა მოსაზრებები დიასპორული ორგანიზაციების კატეგორიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ ანალიტიკის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე და უახლოეს მომავალში წარუდგენს კომისიას კონკრეტულ წინადადებს განსახილველად.