გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 24 იანვარს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრებმა კონსტანტინე სურგულაძემ და ლევან ყიფიანმა.

მემორანდუმის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან, საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის განვითარების პროგრამის განხორციელებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეების, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, რათა მათ შეძლონ ერთის მხრივ, ქვეყნის ცხოვრების, ბიზნესის, დასაქმების პროგრამების, სერვისებისა და მათთვის საინტერესო სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება და ამავე დროს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კავშირების შენარჩუნება; დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით სპორტული და ახალგაზრდული  ღონისძიებების (სპორტული შეჯიბრებები, ახალგაზრდული პროექტები და სხვა) და  გაცვლითი პროგრამების განხორციელებას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაახლოების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ,,ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი თანამემამულეები, ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩავრთოთ თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, თავისი ქვეყნის აღმშენებლობაში, იქნება ეს სპორტი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფერო, რათა ხელი შევუწყოთ მათი რესურსისა და პოტენციალის სრულად გამოყენებას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებენ გეგმას, სადაც განისაზღვრება ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და დეტალები.