გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული ფოლკლორის ფესტივალი ათენში

ქართული ფოლკლორის ფესტივალი ათენში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2013 წლის 12-13 იანვარს ქ.ათენში ხელოვნების კლუბ ,,გაგარინ 205“-ი ქართული ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ანა გაგაციუ,თანაორგანიზატორები ,,ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია“, საქართველოს საელჩო საბერძნეთში და ,,ინტელექსპრესი“.

ფესტივალზე მოწვეული იყო ანსამბლი ,,შინ“  ზაზა მიმინოშვილის, ზურაბ გაგნიძის, მამუკა ღაღანიძისა და ლექსო ჭუმბურიძის შემადგენლობით.

ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობდნენ ათენში არსებული ქართული საზოგადოებები: განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,კავკასიასთან’ არსებული წმინდა ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,პატარა ემიგრანტები“ და სტუდენტ-ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან არსებული ანსამბლი.

ფესტივალის მონაწილეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიესალმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.

ქართული ფოლკლორის ფესტივალი დაუვიწყარი იქნება როგორც სტუმრებისთვის, ქართველი ემიგრანტებისთვის და ასევე იქნება საფუძველი ჩვენი ერთიანობის და ორი ქვეყნის მეგობრობის!