გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველმა სტუდენტებმა ბელგიაში წმინდანთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

ქართველმა სტუდენტებმა ბელგიაში წმინდანთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების ორგანიზებით, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა  სტუდენტ ნინო შარაშიძის თაოსნობით ( იგი ბელგიაში იღებს განათლებას), მიმდინარე წლის 25 იანვარს ჩატარდა  წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავის და წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების დაწყებამდე სტუდენტებმა ლუვენის ექსკურსია მოაწყეს. შემდეგ ბრიუსელში ჩავიდნენ, სადაც მამა დოსითემ (ბოგვერაძე) პარაკლისი გადაიხადა წმინდა ექვთიმესა და წმინდა გრიგოლის სახელზე. მოეწყო სემინარი და ფილმის ჩვენება, მამა დოსითემ მრევლისთვის ტრაპეზიც გამართა, სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს უზიარებდნენ გულწრფელ ემოციებს.

ქართული დიასპორა მიესალმა ბელგიაში ამგვარი, უპრეცედენტო ღონისძიების ჩატარებას.განსაკუთრებით ბევრი კეთილი სიტყვა ითქვა ქართველი ახალგაზრდების მისამართით. სტუდენტების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოს საელჩო ბელგიაში უფრო აქტიურად იყოს ჩართული დიასპორის მიერ მოწყობილ ღონისძიებათა ორგანიზებაში.

როგორც სტუდენტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანალოგიური ღონისძიების გამართვა თბილისშიც იგეგმება, სადაც საგანგებო სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნება  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.

უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების ეგიდით მრავალი საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავენ, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.