გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ევროპეაია 2012“

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ევროპეაია 2012“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 20–22 აპრილს, სამხრეთ ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბეიაში, ფოლკლორის ყოველწლიური საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ევროპეაია 2012“ ჩატარდა.

ესპანეთში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის „ევროჯორჯიას“ ხელმძღვანელის, ნატალია სტიუარტ–ფოქსის მოწვევით, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ბარსელონის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლოსა და წმიდა გიორგის სახელობის, ქართულ მართლმადიდებლურ ასოციაციასთან არსებულმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „საქართველო“-მ. ფესტივალი ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 22 წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ქართული ეროვნული ცეკვებისა და სიმღერის პირველი პრეზენტაციაა ანდალუზიის მხარეში. ანსამბლს გადასცეს დიპლომები და სამახსოვრო სუვენირები.

ანსამბლმა მოწვეული სტუმრების უდიდესი მოწონება დაიმსახურა და მომავალ შემოქმედებით თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. შედგა შეხვედრები ესპანეთში მცხოვრებ ქართული სამეფო ოჯახის წევრებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ანდალუზიაში მცხოვრებ ქართველებთან, რომლებმაც გაუწიეს მასპინძლობა ჩვენი ანსამბლის წევრებს.