გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

14 აპრილს ქალაქ ათენის ვახტანგVI -ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში დედა-ენის დღე აღინიშნა

14 აპრილს ქალაქ ათენის ვახტანგVI -ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში დედა-ენის დღე აღინიშნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

 

2012 წლის  14 აპრილს ქალაქ ათენის ვახტანგ VI -ის სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა დედა-ენის დღე. ღონისძიებაზე, რომელიც სკოლისა და საბავშვო ბაღის  – “კესარია”–ს ხელმძღვანელის, მაია სამხარაძის, პედაგოგ მარიკა ფხაკაძისა და საბავშვო ბაღის – “ნინი”–ს ხელმძღვანელის, ხათუნა მჟავანაძის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემეცნებითი მასალა – დედა-ენისადმი მიძრვნილი გადაცემა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული საკვირაო სკოლის მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ ძვირფასია მათთვის მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ლიტერატურის შესწავლა; საკლასო ოთახში მოეწყო სხვადასხვა წელს გამოცემული დედა-ენის წიგნებისა და მოსწავლეთა ნახატების გამოფენა; სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები,  გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილისა და ანბანის მოკლე ისტორია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე, საელჩოს თანამშრომელი დიანა მალაზონია, გაზეთ “ელადის’’ რედაქტორი ანა ყურშავიშვილი, პოეტი მურად მთვარელიძე, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ავთანდილ გიუნაშვილი, ბერძნულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარე მარიკა ტეფნაძე, კულტურის ცენტრ “კავკასიის” დირექტორი ავთანდილ მიქაბერიძე. ზეიმის დასასრულს მოსწავლეებმა საქართველოს ელჩს სამახსოვროდ საკუთარი ნახატები გადასცეს. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელობას და მოსწავლეებს და წარმატებები უსურვა.