გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ათენში სტუდენტებმა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ათენში სტუდენტებმა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2012 წლის 25 თებერვალს ათენში ,,საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციის“  ინიციატივით 1921 წელს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკრებისადმი პატივის მისაგები ღონისძიებები გაიმართა.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გადახდილ იქნა მოსახსენებელი პანაშვიდი, ხოლო შემდეგ სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა  გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ,,ბრძოლებში დაღუპულთა „ მემორიალი, სანთლებით გამოსახეს ეროვნული დროშის ფერებში საქართველოს რუქა და ხალხთან ერთად შეასრულეს ეროვნული ჰიმნი. დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა ფილმი 1921 წელს რუსეთი მიერ საქრთველოს ოკუპაციის და იუნკერთა ბრძოლის შესახებ.

ღონისძიების მიმდინარეობისას შეკრებილ საზოგადოებას ვიდეო ჩანაწერის საშუალებით სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბ-ნმა დავით ბაქრაძემ და მადლობა გადაუხადა თითოეულ ემიგრანტს ,რომელიც საბერძნეთიდან უერთდება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს და იხსენებს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე აქციის ორგანიზატორებმა ავთანდილ გიუნაშვილმა და სალომე დოლაბერიძემ, ათენის ვახტანგ VI ის ქართული საკვირო სკოლის დირექტორმა ქ-მა დარეჯან ღამბაშიძემ, გაზეთ ,,ელადას“ რედაქტორმა ქ-მა ანა ყურშავიშვილმა და სხვა დამსწრე პირებმა.

ათენში 25 თებერვალს ორგნიზებულ ,,უკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს“ შეუერთდნენ ასევე საბერძნეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები: ქართულ-ბერძნული კულტურული ასოციაცია( ხელმძ. მარიკა ტეფნაძე) ქართველ ქალთა კავშირი საბერძნეთში ( ხელმძ. ნუნუ ღურჭუმელიძე) სპორტული კლუბი ,,კავკასიური არწივი“ (ხელმძ. გოჩა ბერაძე) თესალონიკიდან ორგანიზაცია ,,ოქროს საწმისი“ და ,,თესალონიკის ქართველობა“ (ხელმძ. ზაზა სულამანიძე).