გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ათენში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, სრული ანშლაგით ჩატარდა ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი. აღნიშნულ კონცერტს დაესწრნენ როგორც საბერძნეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საბერძნეთის ხელისუფლების, აგრეთვე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ზემოაღნიშნული კონცერტის შემდეგ, ათენში საქართველოს საელჩომ მოაწყო ოფიციალური მიღება, სადაც ასევე გამოფენილი იყო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საქმიანობის ამსახველი ფოტოები. მიღებაზე წარმოდგენილი საზოგადოება ყურადღებით გაეცნო ქართველი ჯარისკაცების საქმიანობას. მიღებაზე თეატრალურის კვარტეტმა და დათო არჩვაძემ შეასრულა ქართული მრავალჟამიერი, რასაც დამსწრე საზოგადოების ოვაცია მოჰყვა. ასევე, მიღებაზე შესაძლებელი იყო ქართული ღვინის და ქართული კერძების დაგემოვნება.