გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თბილისობა ნიუ–იორკში

თბილისობა ნიუ–იორკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის  6  ნოემბერს, ნიუ-იორკში  უკვე ტრადიციული ფესტივალი    “GEORGIANS IN USA AWARDS 2011 ” და ” თბილისობა ნიუ-იორკში” წარმატებით ჩატარდა. ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი  თამრიკო დავითაშვილი. ფესტივალი ჩატარდა  შემოქმედებითი კომპანია  studio STVR,  New York State Assembly-ს მხარდაჭერით.  აღნიშნულ  ფესტივალზე წარდგენილი ნომინანტები დააჯილდოვეს კომპანიებმა  studio STVR-მ და     New York State–მა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა ლომაია, გენერალური კონსული ნიკოლოზ ვეფხვაძე, თემურ ალასანია, ნიუ–იორკის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე თანდილაშვილი,  ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და დიასპორული ორგანიზაციების წევრები.