გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ჯგუფ „შინ’–ის კონცერტი ბულგარეთში.

ჯგუფ „შინ’–ის კონცერტი ბულგარეთში.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ბულგარეთში ქართული სათვისტომო „დიასპორის“ ხელშეწყობით ქართული მუსიკალური ჯგუფის – „შინ’’ კონცერტები ჩატარდა. ჯგუფი 8 ოქტომბერს ქალაქ პლოვდივის მაყურებლის წინაშე წარსდგა პლოვდივის დრამატული თეატრის დარბაზში, 9 ოქტომბერს კი კონცერტმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, კულტურის ნაციონალური სასახლის „სტუდიო 5’’–ის დარბაზში გადაინაცვლა. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტები ბულგარული მას–მედიის საშუალებებით გაშუქდა.

ქალაქ სოფიაში კონცერტს ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მიხეილ უკლება და ბულგარეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩი და დიასპორის წარმომადგენლები ჯგუფის “შინ’’ წევრებს შეხვდნენ.