გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართული საღამო თესალონიკში

ქართული საღამო თესალონიკში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

23 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, არისტოტელეს ცენტრალურ მოედანზე, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით   ქართული საღამო გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება თესალონიკში პირველად ჩატარდა და  მიზნად ისახავდა ქართული კულტურისა და  ნაციონალური სამზარეულოს პოპულარიზაციას. საღამო საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე. შესრულებულ იქნა ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის  ნიმუშები. მოედანზე შეკრებილ ორასზე მეტ ქართველ ემიგრანტს და ევროპის თვრამეტი ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საბერძნეთში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლები და ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, ნიკოლოზ გოგიტიძე. ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული,  ხუთმეტრიანი ხაჭაპურის დაგემოვნებით, რომელიც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ გიუნაშვილმა, გენერალურმა კონსულმა, ნიკოლოზ გოგიტიძემ და რესტორან დაისი პალასის’’ მეპატრონემ, ზოია სულხანიშვილმა გაჭრეს.

პროექტი განხორციელდა  ქართულ რესტორან “დაისი პალასისა’’ და ქალაქ თესალონიკის მერიის მხარდაჭერით.