გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დავით ყიფიანის ტურნირი საინგილოში

დავით ყიფიანის ტურნირი საინგილოში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ქართულ სოფლებს შორის  ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის მე-15 ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. აღნიშნული ტურნირი კახის რაიონში 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველები, ასევე ადგილობრივი აზერბაიჯანელები, რაც მათ დამეგობრებას  უწყობს ხელს. 27 აგვისტოს კახის რაიონში გამართულ ფეხბურთის ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი გურამ კაკალაშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის  უფროსი თემურ ტარტარაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ბექა ჩხეიძე და გელა გიორგაძე. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული თასითა და ფეხბურთის ბურთებით დააჯილდოვეს.