გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველო მსოფლიო ”DJ” ფესტივალზე

საქართველო მსოფლიო ”DJ” ფესტივალზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თენგო სეფიაშვილი პირველი ქართველი დიჯეია, რომელმაც სამხრეთ კორეაში , სეულში გამართულ ყოველწლიურ მსოფლიო დიჯეი ფესტივალზე საქართველოს სახელით მიიღო მნაწილეობა.

ფესტივალში მსოფლიოს  თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი , საუკეთესო დიჯეი მონაწილეობს და მას  ყოველწლიურად დაახლოებით  ასი ათასი ადამიანი ესწრება.
დიჯეი თენგო ფესტივალის ორგანიზატორების ფავორიტ დიჯეიდ დასახელდა.
როგორც მსოფლიო დიჯეი ფესტივალის პრომოუტერი  მარკ იოო ამბობს, საქართველო  ღირსეულად წარსდგა ამ ფესტივალზე და მოხარული იქნება მომავალ წელს კვლავ  იხილოს დიჯეი თენგო.
დთენგო  სეფიაშვილი , უკრავს  ნიუ იორკის ისეთ ცნობილ კლუბებში როგორიცაა , “Webster Hall” და  ,,pasha” ასევე  ბრაზილიისა და არგენტინის წამყვან კლუბებში , თავადაც  წერს მუსიკას , გამოშვებული აქვს 30 დისკი და პარალელურად დაკავებულია  პროდიუსერული საქმიანობით , აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია.
იგი  35 წლისაა.  დაიბადა და 3 წლამდე ცხოვრობდა თბილისში , მიუხედავად იმისა , რომ ნიუ იორკში   32 წელია ცხოვრობს,  დედის დამსახურებით ქართული ენა არ დავიწყებია. სამშობლოში პირველად გასულ ზაფხულს დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ჩამოვიდა და დიჯეი ნიკა გელაშვილთან ერთად  რამდენიმე აქცია კონცერტი გამართა, აგვისტოს ომში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. იგი ნიუ იორკიდან კვლავ  განაგრძობს თანამემამულეების დახმარებას. თენგო სეფიაშვილის  მეურვეობით 10 წლის დევნილ გოგონას ნინო მაისურაძეს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.