გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, 16 მაისს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში,  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ  და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, ირაკლი ღვალაძემ  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტელექტუალური პოტენციალის სათანადოდ დაცვას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ და ამ მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საქართველოსთან მეგობრობით დაინტერესებული ქართველოლოგიური, სამეცნიერო, ან საზოგადოებრივი ცენტრების, ორგანიზაციების, ფონდებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური  პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში, ორი უწყების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, განხორციელდება მიზნობრივი პროექტები,  მოეწყობა ორგანიზებული სემინარები და კონფერენციები, მოხდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის ამაღლება, მათი ინფორმირება, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების საქართველოს ფარგლებს გარეთ უკანონოდ გამოყენების ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და საქპატენტისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის გაძლიერებას.