გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა უკრაინის ელჩთან

შეხვედრა უკრაინის ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შედგა   დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ კონსტანტინე სურგულაძის შეხვედრა საქართველოში უკრაინის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ვასილ ციბენკოსთან . შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ბატონმა ვასილ ციბენკომ სახელმწიფო მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას ამ მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა და უკრაინის  ელჩმა ისაუბრეს ორ მეგობარ ქვეყანას – უკრაინასა და საქართველოს შორის ტრადიციულად არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე და განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.