გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერ ჰუსეინთან

შეხვედრა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერ ჰუსეინთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე  წლის 21 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში  შედგა შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონსტანტინე სურგულაძესა და  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერ ჰუსეინს შორის. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტის  საკითხები. შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი აგრეთვე შეეხო  აზერბაიჯანის ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ორი ქვეყნის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას.