გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

წლევანდელი გიორგობა ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხია – პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება მშვიდობიანი, დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. ქართველი ხალხის განუყოფელმა ნაწილმა, ქართულმა დიასპორამ,  სამშობლოსადმი ერთგულებით, სიმართლისთვის ბრძოლით ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს აჩვენა, თუ როგორ სურთ თავისუფლება, ჭეშმარიტად დემოკრატიული გზით სვლა, ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, მშვიდობიანი ცხოვრება და ღირსეულ ქვეყანაში ღირსეული დაბრუნება.

ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმთავრესია ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის ეკონომიური ზრდა და განვითარება. დიასპორებთან მიმართებით განსახორციელებელი ამოცანები დიდ ძალისმევას მოითხოვს. ჩვენ, ქართულ დიასპორასთან ერთად ვეცდებით ამ მიზნების განხორციელებას, რათა გავაძლიეროთ დიასპორის ქართულ სახელმწიფოსთან იდენტიფიკაცია, ქართულ სათვისტომოებთან კონტაქტები, გავაღრმავოთ მათი საქართველოსთან მჭიდრო კულტურული, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირები, ვიზრუნოთ და დავიცვათ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების უფლებები, გავაძლიეროთ უცხოეთში არსებული ქართული სათვისტომოები და დიასპორული ორგანიზაციები, დავიცვათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, უკეთ წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა საზღვარგარეთ, მოვახდინოთ ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაცია. ჩვენ გვწამს, რომ ქართული დიასპორა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაშიც, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, საქართველოს შესახებ საღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოში  შევუქმნათ კეთილდღეობის პირობები, რათა მათ შეძლონ თავიანთ ქვეყანაში ღირსეული დაბრუნება.

ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი განსაკუთრებული წმინდანი და მფარველია, სანუკვარი იდეალების განხორციელების გამოხატულებაა, სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის და გამარჯვების სიმბოლოა. გიორგობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი  თითოეული მოქმედება მიმართული იქნება ახალი გამარჯვებებისკენ, ქართული დიასპორის სასიკეთოდ, მათზე ზრუნვისაკენ, მათი ინტერესების დასაცავად. საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად მინდა ვუსურვო ჩვენს სამშობლოს მშვიდობა, გამთლიანება, წარმატება და კეთილდღეობა.

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

კონსტანტინე სურგულაძე

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს

სახელმწიფო მინისტრი