გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ორენოვანი გამოცემის პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ორენოვანი გამოცემის პრეზენტაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, 15 საათზე, ქ. კიევში უკრაინის პრეზიდენტის ფონდის, საგამომცემლო სახლში «АДЕФ-Украина» გაიმართება პრეზენტაცია, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ორენოვანი (ქართულ და უკრაინულ ენებზე) გამოცემისა, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი პოეტის პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს.

პროექტში ჩართულნი იყვნენ როგორც უკრაინული, ისე ქართული სამეცნიერო წრეები და ცნობილი მოღვაწეები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი მუხრან გულაღაშვილი.

აღნიშნული უნიკალური პროექტის განხორციელება, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უკრაინელი და ქართველი ხალხის დასაახლოებლად, უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების გზაზე.