გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა აშშ–ში მცხოვრებ თანამემამულესთან, მამია ზაქრაძესთან.

შეხვედრა აშშ–ში მცხოვრებ თანამემამულესთან, მამია ზაქრაძესთან.

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

30 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეს, მამია ზაქრაძეს შეხვდება.

მამია ზაქრაძე ქართველ ემიგრანტთა იმ ტალღას ეკუთვნის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომმა წარმოშვა, გერმანელების ტყვეობაში მოხვდნენ და საქართველოს თავისუფლების იდეითა და სურვილით განმსჭვალულნი ახალ განმათავისუფლებელ კომიტეტებს ქმნიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანელების ტყვეობიდან

განთავისუფლებული მამია ზაქრაძე სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იგი 5 წელი ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ, 1950 წლის ივნისში, გერმანელ მეუღლესთან და შვილთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და იქ დასახლდა. მამია ზაქრაძე აქტიურად თანამშრომლობდა 1921 წელს საქართველოდან გასულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან და ამერიკაში ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლთან “ალავერდი“, რომლის მოვლა–პატრონობაც, მისი პრეზიდენტის, ამერიკული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის სიკო სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ მას დაეკისრა. ამ კავკასიურ საზოგადოებაში გაწევრიანებული იყვნენ ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ოსები.
მამია ზაქრაძე ემიგრაციის შემდეგ საქართველოში პირველად 1985 წელს ჩამოვიდა. ეს ღირსეული მამულიშვილის საქართველოში მეორე სტუმრობაა, ამჯერად იგი სამშობლოს შვილიშვილებთან ერთად ესტუმრა.