გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დაფუძნდა

ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დაფუძნდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში ეუფლებიან განათლებას, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება დააფუძნეს, რომელიც 16 აგვისტოს,  მათივე ხელმოწერებით გაფორმდა. გაერთიანება მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ქართული სტუდენტური ორგანიზაციების და ცალკეული ქართველების კონსოლიდაციას და კოორდინაციას, მათ აქტიურ ჩართვას სხვადასხვა ეროვნულ პროექტებში, როგორიც არის საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეები, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები, აკადემიური პროექტები, გაერთიანებული კონგრესები და კონფერენციები, სტაჟირებები, ტრეინინგები, საზაფხულო სკოლები, ა.შ.

გაერთიანება  ყველა იმ საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს, რაც ზოგადად  ქართველ სტუდენტობას და ახალგაზრდობას ეხება, დაეხმარება ქართველ სტუდენტებს უცხო გარემოსთან ადაპტაციაში, ერთმანეთთან დაკავშირებაში და ინფორმაციის გაცვლაში.

ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების იდეა საჯაროდ 2011 წლის 7 სექტემბერს გაჟღერდა. იდეამ სტუდენტებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, დაიწერა გაერთიანების წესდება და სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების დაფუძნებით დაგვირგვინდა. 2012 წლის შემოდგომაზე გართიანება ოფიციალურად, იურიდიულად გაფორმდება, ექნება საკუთარი ვებ გვერდი და ლოგო.