გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

„ხალხთა მეგობრობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„ხალხთა მეგობრობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

2012 წლის 26 აპრილს ყაზახეთის ქ. ალმაატაში ფესტივალ „ხალხთა მეგობრობის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ინგუშეთის, თურქეთისა და რუსეთის საკვირაო სკოლების წარმომადგენლებმა  მიიღეს მონაწილეობა. ქ. ალმაატის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, ანსამბლმა „თბილისი“ შეასრულა ქართული სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოწვეულ სტუმრებში. საკვირაო სკოლის პედაგოგს მანანა ყუშიტაშვილს, გადაეცა საპატიო სიგელი.